თბილისი: +24°C $ 1 USD = 2.68 GEL 1 EUR = 2.95 GEL
BREAKING
საზოგადოება მთავარი
12 აგვისტო 2026, 09:31

რაც უფრო მეტად წინ მივდივართ აღნიშნულ საქმეში, მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყერის ვერსია. ვიღაცის ინტერესში შედიოდა რომ მიჩქმალულიყო გამოძიება

რაც უფრო მეტად წინ მივდივართ აღნიშნულ საქმეში, მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყერის ვერსია. ვიღაცის ინტერესში შედიოდა რომ მიჩქმალულიყო გამოძიება

12 წლის შემდეგ ფაქტების აღდგენა არის რთული. თუმცა, მე ნამდვილად მჯერა, რომ თუ გამოძიება ეფექტურად იმუშავებს, საზოგადოების დახმარებით ყველანი შევძლებთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების გაცემას. წლების განმავლობაში გავრცელებული იყო ვერსია, რომ თითქოს ჩამოწვა მეწყერი და თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად წინ მივდივართ აღნიშნულ საქმეში, მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყერის ვერსია. ჩემი შეფასებით ვიღაცას აწყობდა, ვიღაცის ინტერესში შედიოდა რომ მიჩქმალულიყო გამოძიება. გაჩერებულიყო საგამოძიებო მოქმედებები. არ დადგენილიყო ჭეშმარიტება და დაფარულიყო სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. რაც შეეხება იმ ვიდეოს რომელიც ჩვენ გავასაჯაროვეთ... გამოკითხული არის ის პიროვნება რომელმაც გადაიღო, რომელმაც ატვირთა YouTube-ზე ის ვიდეო. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ვიდეოს შინაარსი თავდაყირა აყენებს ძალიან ბევრ საკითხს და ეწინააღმდეგება მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს შინაარსობრივად. საჭიროებს დამატებით შესწავლას“ - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ TV პირველთან ინტერვიუში.

გააზიარეთ:

უახლესი ამბები

news
საზოგადოება

“უბედური ბათუმი და საქართველო ამათ ხელში” – რა ვიდეოს აქვეყნებს მოქალაქე ბათუმიდან

news
საზოგადოება

„ის რიტუალს შეესწრო და ზუსტად ამის გამო მოკლეს…“ – გოგა მანია საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

news
საზოგადოება

“ზღვაზე იყო გადასული, სანდრა ერქვა გოგოს, დედამ გაიგო უკვე” – ახალი დეტალები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე, სადაც მატარებელი არასრულწლოვან გოგონას შეეჯახა და გარდაიცვალა

news
საზოგადოება

ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

news
საზოგადოება

“არ მჯერა რომ აღარ მყავს” – ნინო ნადირაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს