თბილისი: +24°C $ 1 USD = 2.68 GEL 1 EUR = 2.95 GEL
BREAKING
საზოგადოება მთავარი
12 აგვისტო 2026, 06:28

"არასდროს მიფიქრია პირადი მიმოწერის გასაჯაროება, მაგრამ ჩემი პირადი წერილები თავად ქალბატონმა ეკამ გაასაჯაროვა, ამიტომ დუმილი არ შეიძლება...“ - ნია იმნაძის ნათესავი, ლუკას ნავროზაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

"არასდროს მიფიქრია პირადი მიმოწერის გასაჯაროება, მაგრამ ჩემი პირადი წერილები თავად ქალბატონმა ეკამ გაასაჯაროვა, ამიტომ დუმილი არ შეიძლება...“ - ნია იმნაძის ნათესავი, ლუკას ნავროზაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ნათესავი, ლუკას ნავროზაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს:

"არასდროს მიფიქრია პირადი მიმოწერის გასაჯაროება. მაგრამ როდესაც ჩემი პირადი წერილები თავად ქალბატონმა ეკამ გაასაჯაროვა - ოღონდ არა სრული სახით, არამედ ჩვენი ოჯახის „მანიპულაციის“ მტკიცებულებად - დუმილი არ შეიძლება. 

როდესაც გულიდან წამოსული, სრულიად გულწრფელი ემოციაც კი, რომელიც არაფერზე ყოფილა გათვლილი, გარდა მისდამი ადამიანური თანაგრძნობისა, რომელიც არ დამიწერია იმისთვის, რომ ოდესმე ვინმეს საჯაროდ ენახა - დღეს ნიასა და ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ გამოიყენება; და ამავდროულად საჯაროდ გვესმის, თითქოს ერთი „ვწუხვარ“-ც კი არავის გვითქვამს, მაშინ ადამიანებმა თავად ნახონ, რეალურად რა მივწერე ქალბატონ ეკას ჯერ კიდევ იანვარში. 

მე საქართველოში ბავშვობიდან აღარ ვცხოვრობ და იმ მომენტში წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა მოქმედებები მიმდინარეობდა ნიას სახლში. ჩემი სიტყვები იყო ერთი ადამიანის გულწრფელი თანაგრძნობა მეორე ადამიანის წარმოუდგენელი ტკივილის მიმართ - და მეტი არაფერი.

მე მივწერე:

„ძალიან მეცოდებით, გული მეგლიჯება, რა გავაკეთო, რა შემიძლია, ნეტავ შემეძლოს რამე.“

და მის ქვეშ:

„გამლანძღეთ თუ გინდათ, ყველაფერი დამიძახეთ, ყველაფერს გაპატიებთ, უბრალოდ ნუ მაიძულებთ, რომ ნია მკვლელად აღვიქვა. არავინ გებრძვით თქვენ.“

მაგრამ რატომღაც, როდესაც ჩემი პირადი მიმოწერა საზოგადოებას წარუდგინეს, სწორედ ეს მეორე შეტყობინება იქნა ამოჭრილი.

სწორედ ის სიტყვები გაქრა, რომლებიც ჯერ კიდევ იანვარში დავწერე:

„არავინ გებრძვით თქვენ.“

ორივე სქრინშოთს ვდებ და ადამიანებმა თავად შეადარონ სრული მიმოწერა საჯაროდ გავრცელებულ ვერსიას - და დასკვნებიც თავად გამოიტანონ.

ნია თვეების განმავლობაში საზოგადოებას წარუდგინეს როგორც „მკვლელი“, „დამკვეთი“, „ორგანიზატორი“. ფეხქვეშ გაითელა 16 წლის ბავშვის აბსოლიტურად ყველა უფლება და უმძიმესი, ათთვიანი საზოგადოებრივი კამპანიის შედეგად მის მიმართ წარმოუდგენელი სიძულვილი შეიქმნა.

ამ ყველაფრის შემდეგ კი ახლა თითქოს მთელი ოჯახი „მანიპულატორები“ ვართ. როდესაც ჩემი სრულიად გულწფელი ემოციაც კი ჩვენს წინაღმდეგ გამოიყენება, ამოაჭრილი ვერსით. 

გიგას სიცოცხლე ფასდაუდებელი იყო. მისი სიკვდილი უდიდესი ტრაგედიაა და მისი ოჯახის ტკივილს ვერაფერი გააქრობს. არ ყოფილა დღე, გიგაზე არ მეფიქროს. როგორც პირველივე დღიდან გულწრფელად ვუთანაგრძნობდი ქალბატონ ეკას, ასევე ვუთანაგრძნობ დღესაც.

მაგრამ ნია იმნაძის სიცოცხლეც ფასდაუდებელია - ისევე, როგორც ყველა ადამიანის.

ჩვენ არაფერს ვითხოვთ სიმართლის გარდა. არც იმას ვითხოვთ, რომ ვინმემ ბრმად დაიჯეროს რაიმე.

სწორედ პირიქით:

ნუ დაუჯერებთ ბრმად ნურავის. ნახეთ ყველაფერი საკუთარი თვალით და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანეთ დასკვნები.

საზოგადოებას არ ეკუთვნის არც ჩვენი სასურველი სიმართლე და არც სხვისი სასურველი სიმართლე.

რადგან სიმართლე არც ერთი ოჯახის საკუთრება არ არის. 

საზოგადოებას ეკუთვნის მხოლოდ მიუკერძოებელი და ჭეშმარიტი სიმართლე" - წერს ლუკას ნავროზაშვილი სოციალურ ქსელში. 

გააზიარეთ:

უახლესი ამბები

news
საზოგადოება

“უბედური ბათუმი და საქართველო ამათ ხელში” – რა ვიდეოს აქვეყნებს მოქალაქე ბათუმიდან

news
საზოგადოება

„ის რიტუალს შეესწრო და ზუსტად ამის გამო მოკლეს…“ – გოგა მანია საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

news
საზოგადოება

“ზღვაზე იყო გადასული, სანდრა ერქვა გოგოს, დედამ გაიგო უკვე” – ახალი დეტალები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე, სადაც მატარებელი არასრულწლოვან გოგონას შეეჯახა და გარდაიცვალა

news
საზოგადოება

ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

news
საზოგადოება

“არ მჯერა რომ აღარ მყავს” – ნინო ნადირაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს