ტრაგედია ბათუმში – მაღალსართულიანი კორპუსიდან ახალგაზრდა გოგო გადმოვარდა. შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა.
Palitravideo-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ლიზი მოისწრაფიშვილია და ის „აჭარის“ ტელევიზიის ჟურნალისტის, ნანა ახვლედიანის ქალიშვილია.
ლიზა მოისწრაფიშვილს ერთი შვილი, გოგონა დარჩა.
როგორც Palitravideo-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
„ღმერთო, ეს რა თავზარდამცემი ამბავიაააა”;
„გამეგლიჯა გული, ჩვენი ულამაზესი ლიზიკო;“ – წერენ ახლობლები.