თბილისი: +24°C $ 1 USD = 2.68 GEL 1 EUR = 2.95 GEL
BREAKING
ეკონომიკა მთავარი
7 აგვისტო 2026, 19:04

დალომბარდებული საქართველო – ლომბარდებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 500 მილიონი ლარის ქონებაა ჩადებული (ვიდეო)

დალომბარდებული საქართველო – ლომბარდებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 500 მილიონი ლარის ქონებაა ჩადებული (ვიდეო)

რა აიძულებს ხალხს უკანასკნელი ძვირფასი ნივთები ლომბარდში ჩააბაროს?! მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ჩადებული ოქროს ფასი რეკორდს ხსნის. მილიარდ 567 მილიონი ლარის ოქრო და სხვა ძვირფასი ნივთები უკვე დალომბარდებულია და საცავებში ინახება. ეს ეროვნულ ბანკში გაგზავნილი ოფიციალური სტატისტიკაა. ხალხი ყვება, რომ ლომბარდი უკანასკნელი გზაა, როდესაც ოპერაციის, წამლის ან ყოველდღიური ხარჯების თანხა არ აქვთ.

სალომბარდე კრედიტები მიკროსაფინანსოებისთვის ყველაზე მაღალშემოსავლიანია. მხოლოდ 2026 წლის პირველ ნახევარში 287 მლნ ლარი – ოქროს და ძვირფასეულობის პროცენტებისგან მიიღეს. აქედან 195 მლნ მხოლოდ ლომბარდებში გადახდილი პროცენტია. ეს მოქალაქეებისთვის ყველაზე ძვირი სესხია.

მილიარდ ნახევრის ოქროსთან ერთად ხალხი ალომბარდებს სხვა ძვირადღირებულ ნივთებს. 118 მლნ-ის მანქანები და თითქმის 7 მილიონის ღირებულების უძრავი ქონება დაგირავებულია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მუშაობა ფაქტობრივად სალომბარდე სესხებზე დგას.



გააზიარეთ:

უახლესი ამბები

news
საზოგადოება

“უბედური ბათუმი და საქართველო ამათ ხელში” – რა ვიდეოს აქვეყნებს მოქალაქე ბათუმიდან

news
საზოგადოება

„ის რიტუალს შეესწრო და ზუსტად ამის გამო მოკლეს…“ – გოგა მანია საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

news
საზოგადოება

“ზღვაზე იყო გადასული, სანდრა ერქვა გოგოს, დედამ გაიგო უკვე” – ახალი დეტალები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე, სადაც მატარებელი არასრულწლოვან გოგონას შეეჯახა და გარდაიცვალა

news
საზოგადოება

ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

news
საზოგადოება

“არ მჯერა რომ აღარ მყავს” – ნინო ნადირაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს