ტრაგედია ტაილანდში - 4 აგვისტოს საღამოს, ქალაქ სუნგაიკოლოკში, „სანტიფჰაპის“ სტადიონზე, რეგიონული ჩემპიონატის ნახევარფინალური თამაშის დროს 24 წლის ნახევარმცველს ელვამ დაარტყა და დაიღუპა. ამის შესახებ Mothership-ი წერს.
გამოცემა წერს, რომ ელივს დარტყმამდე ძლიერი კოკისპირული წვიმა დაიწყო, მინდორი წყლით დაიფარა და გარკვეულ მომენტში სტადიონზე ელვამ გაანათა, ძლიერი გრუხუნის ხმის შემდეგ კი რამდენიმე ფეხბურთელი გაზონზე დაეცა.
12 ადამიანი სხვადასხვა ხარისხის ელექტროტრავმით საავადმყოფოშია გადაყვანილი.