თბილისი: +24°C $ 1 USD = 2.68 GEL 1 EUR = 2.95 GEL
BREAKING
საზოგადოება მთავარი
9 აგვისტო 2026, 10:45

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 11 აგვისტოს, პოლიტიკური პარტია „ახალის“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ოფისის გახსნისას, სულხან-საბა ნიკოლეიშვილმა თავის არეში დაარტყა ნიკანორ მელიას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მომხდარის დროს, ნიკანორ მელიას თანმხლებმა პირებმა - გაბრიელ კობაიძემ და ცოტნე მირცხულავამ საპასუხოდ ფიზიკურად იძალადეს სულხან-საბა ნიკოლეიშვილის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ანდა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გააზიარეთ:

უახლესი ამბები

news
საზოგადოება

“უბედური ბათუმი და საქართველო ამათ ხელში” – რა ვიდეოს აქვეყნებს მოქალაქე ბათუმიდან

news
საზოგადოება

„ის რიტუალს შეესწრო და ზუსტად ამის გამო მოკლეს…“ – გოგა მანია საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

news
საზოგადოება

“ზღვაზე იყო გადასული, სანდრა ერქვა გოგოს, დედამ გაიგო უკვე” – ახალი დეტალები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე, სადაც მატარებელი არასრულწლოვან გოგონას შეეჯახა და გარდაიცვალა

news
საზოგადოება

ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

news
საზოგადოება

“არ მჯერა რომ აღარ მყავს” – ნინო ნადირაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს