თბილისი: +24°C $ 1 USD = 2.68 GEL 1 EUR = 2.95 GEL
BREAKING
პოლიტიკა მთავარი
7 აგვისტო 2026, 18:49

"სტუმართმოყვარე ხალხი ვართ - რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული... არავინ შეზღუდული არაა" - კალაძე

"სტუმართმოყვარე ხალხი ვართ - რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული... არავინ შეზღუდული არაა" - კალაძე

[სა­ქარ­თვე­ლო] აბ­სო­ლუ­ტუ­რად მშვი­დი ქვე­ყა­ნაა, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხი ვართ და ყვე­ლას - რუსს, ყა­ზახს, უკ­რა­ი­ნელს, შვე­ი­ცა­რი­ელს, იტა­ლი­ელს, ამე­რი­კელს, ყვე­ლას შე­უძ­ლია ჩა­მო­ვი­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და და­ხარ­ჯოს ფული, ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა აწარ­მო­ოს, არა­ვინ შე­ზღუ­დუ­ლი არ არის, მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებ­ში გა­კეთ­დეს, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა დე­და­ქა­ლა­ქის მერი, კახა კა­ლა­ძე სუს-ში სა­ბო­ტა­ჟის მუხ­ლით გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, „სა­ქარ­თვე­ლო­ში უარ­ყო­ფი­თი გა­რე­მოა რუსი ტუ­რის­ტე­ბის­თვის“.

  • კა­ლა­ძის თქმით, მსგავ­სი ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბაა.

„იმ ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი, თუნ­დაც, ის რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გაჩ­ნდა და ვნა­ხე ბო­ტე­ბის მიერ შექ­მნი­ლი, რო­მე­ლიც შემ­დეგ, ერთ-ერ­თმა მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან­მა სა­ა­გენ­ტომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ავ­რცე­ლა. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის კეთ­დე­ბა, რომ რუ­სუ­ლე­ნო­ვან­მა ხალ­ხმა და არამ­ხო­ლოდ რუ­სებ­ზეა სა­უ­ბა­რი, არა­მედ, ვინც რუ­სუ­ლად სა­უბ­რობს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­არ­წმუ­ნონ იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა სა­ხი­ფა­თოა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით, რა­ტომ კეთ­დე­ბა, ქვე­ყა­ნას ებ­რძვი­ან, რომ ქვე­ყა­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რად არ გან­ვი­თარ­დეს, ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა რო­გორ­მე და­ა­ზი­ა­ნონ. ის, რომ ტუ­რის­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­ვა და ფულს არ და­ხარ­ჯავს, კა­ფე­ში არ შევა, ბარ­ში არ შევა, ამით ვინ და­ზა­რალ­დე­ბა? ისევ ქარ­თვე­ლი და ისევ ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა. ზუს­ტად ამის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, რა­საც ჩვენ ბოლო თვე­ე­ბის და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხე­დავთ და ვის­მენთ. პი­რი­ქით, სა­ქარ­თვე­ლო უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნაა, ეს რე­ა­ლო­ბაა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ნე­ბის­მი­ერ დროს, ნე­ბის­მი­ერ უბან­ში თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლია, არა­ვინ არა­ვის ერ­ჩის. ნა­ხეთ, დიდ ევ­რო­პულ ქა­ლა­ქებ­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბაა და რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან. ქვე­ყა­ნა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მშვი­დი ქვე­ყა­ნაა, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხი ვართ და ყვე­ლას - რუსს, ყა­ზახს, უკ­რა­ი­ნელს, შვე­ი­ცა­რი­ელს, იტა­ლი­ელს, ამე­რი­კელს, ყვე­ლას შე­უძ­ლია ჩა­მო­ვი­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და და­ხარ­ჯოს ფული, ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა აწარ­მო­ოს, არა­ვინ შე­ზღუ­დუ­ლი არ არის, მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებ­ში გა­კეთ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ უცხო ქვეყ­ნი­დან მარ­თულ და სა­ქარ­თვე­ლო­დან მხარ­და­ჭე­რილ დის­კრე­დი­ტა­ცი­ულ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ბო­ტა­ჟის მუხ­ლით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ეხე­ბა სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა­ზე უცხო ქვე­ყა­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და მარ­თუ­ლი ყალ­ბი ე.წ. ბოტ-ან­გა­რი­შე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დის­კრე­დი­ტა­ცი­უ­ლი ში­ნა­არ­სის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ზან­მი­მარ­თულ გავ­რცე­ლე­ბას, რაც ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას. სუს-ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით შე­იქ­მნას ყალ­ბი აღ­ქმა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი გა­რე­მოა შექ­მნი­ლი.

გააზიარეთ:

უახლესი ამბები

news
საზოგადოება

“უბედური ბათუმი და საქართველო ამათ ხელში” – რა ვიდეოს აქვეყნებს მოქალაქე ბათუმიდან

news
საზოგადოება

„ის რიტუალს შეესწრო და ზუსტად ამის გამო მოკლეს…“ – გოგა მანია საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

news
საზოგადოება

“ზღვაზე იყო გადასული, სანდრა ერქვა გოგოს, დედამ გაიგო უკვე” – ახალი დეტალები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე, სადაც მატარებელი არასრულწლოვან გოგონას შეეჯახა და გარდაიცვალა

news
საზოგადოება

ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

news
საზოგადოება

“არ მჯერა რომ აღარ მყავს” – ნინო ნადირაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს