თბილისი: +24°C $ 1 USD = 2.68 GEL 1 EUR = 2.95 GEL
BREAKING
საზოგადოება მთავარი
14 აგვისტო 2026, 03:45

"ყველაფერი გააკეთეს, ყველგან გადაატარეს, სკანერიც, მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს, ჭაც შემოწმდა" - რა შედეგით დასრულდა მლეთაში, ჩატარებული სამძებრო სამუშაოები, სადაც გაუჩინარებულ გურამ დადიანიძეს ეძებდნენ?

"ყველაფერი გააკეთეს, ყველგან გადაატარეს, სკანერიც, მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს, ჭაც შემოწმდა" - რა შედეგით დასრულდა მლეთაში, ჩატარებული სამძებრო სამუშაოები, სადაც გაუჩინარებულ გურამ დადიანიძეს ეძებდნენ?

12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის დე­დის, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სო­ფელ მლე­თა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად გა­მო­ი­რი­ცხა, რომ მისი შვი­ლი მე­წყერ­მა მო­ი­ყო­ლა.

სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლის თქმით, ხუთ დღე­ში გა­კეთ­და ის, რაც „12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­უ­კე­თე­ბია არა­ვის“.

„ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, ყველ­გან გა­და­ა­ტა­რეს, სკა­ნე­რიც, მძი­მე ტექ­ნი­კაც შე­მო­იყ­ვა­ნეს, ჭაც შე­მოწ­მდა, არა­ფე­რი ისე­თი არ არის. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. გა­მო­ი­რი­ცხა, რომ მე­წყერ­ში არ მო­ყო­ლი­ლა ბავ­შვი, იმე­დია ცო­ცხა­ლია და ვი­პოვ­ნი.

ახლა, რაც ამათ გა­მი­კე­თეს, თა­ვის დრო­ზე არ გა­კე­თე­ბუ­ლა და არც 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­კე­თე­ბია არა­ვის”, - ამ­ბობს სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი „ტვ პირ­ველ­თან“.

ცნო­ბის­თვის, 17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე 2014 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მლე­თა­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლად ით­ვლე­ბა, ვი­ნა­ი­დან გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას დღემ­დე ითხოვს. გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე­ში ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე ჩა­ერ­თო.




გააზიარეთ:

უახლესი ამბები

news
საზოგადოება

“უბედური ბათუმი და საქართველო ამათ ხელში” – რა ვიდეოს აქვეყნებს მოქალაქე ბათუმიდან

news
საზოგადოება

„ის რიტუალს შეესწრო და ზუსტად ამის გამო მოკლეს…“ – გოგა მანია საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

news
საზოგადოება

“ზღვაზე იყო გადასული, სანდრა ერქვა გოგოს, დედამ გაიგო უკვე” – ახალი დეტალები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე, სადაც მატარებელი არასრულწლოვან გოგონას შეეჯახა და გარდაიცვალა

news
საზოგადოება

ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

news
საზოგადოება

“არ მჯერა რომ აღარ მყავს” – ნინო ნადირაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს