თბილისი: +24°C $ 1 USD = 2.68 GEL 1 EUR = 2.95 GEL
BREAKING
საზოგადოება მთავარი
13 აგვისტო 2026, 16:23

„იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ - როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში

„იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ - როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში

როგორ შეიძლება ბავშვმა ქართულ ენასთან კავშირი შეინარჩუნოს მაშინ, როცა ის საქართველოსგან შორს იზრდება? სწორედ ამ კითხვას პასუხობს საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტი „იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“.

პროექტი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენის ყოველდღიურ გარემოში ინტეგრირებას და სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას ემსახურება.

პროექტის ფარგლებში შექმნილი იავნანას ვერსიები ქართული ენის სწავლას ბავშვისთვის ნაცნობ და ბუნებრივ გარემოს - ძილის წინ მოსმენილ მუსიკას  უკავშირებს. ჩანაწერებში მარტივი სიტყვები და ფრაზები თავდაპირველად ბავშვისთვის ნაცნობ ენაზე და შემდეგ კი ქართულად ჟღერს, რაც ქართულ სიტყვებს მისთვის უკვე ნაცნობ მნიშვნელობებთან და ყოველდღიურ კონტექსტთან აკავშირებს.

„იავნანა – ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ ამ ეტაპზე ინგლისურ, იტალიურ და ბერძნულ ენებზე შეიქმნა. სამივე ვერსიის მოსმენა უკვე შესაძლებელია YouTube-ზე:

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებს აქტიურად უჭერს მხარს და მათთვის სამშობლოსთან, ქართულ ენასა და კულტურასთან კავშირის შენარჩუნებისთვის არაერთ შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება პროექტი „იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი“, რომელზეც ბანკთან ერთად კრეატიულმა სააგენტო „სუპერმარკეტმა“ და Heima Production-მა იმუშავეს.

ზოგჯერ ქართულ ენასთან კავშირი ერთი იავნანას მოსმენით იწყება.

გააზიარეთ:

უახლესი ამბები

news
საზოგადოება

“უბედური ბათუმი და საქართველო ამათ ხელში” – რა ვიდეოს აქვეყნებს მოქალაქე ბათუმიდან

news
საზოგადოება

„ის რიტუალს შეესწრო და ზუსტად ამის გამო მოკლეს…“ – გოგა მანია საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

news
საზოგადოება

“ზღვაზე იყო გადასული, სანდრა ერქვა გოგოს, დედამ გაიგო უკვე” – ახალი დეტალები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე, სადაც მატარებელი არასრულწლოვან გოგონას შეეჯახა და გარდაიცვალა

news
საზოგადოება

ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

news
საზოგადოება

“არ მჯერა რომ აღარ მყავს” – ნინო ნადირაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს