თბილისი: +24°C $ 1 USD = 2.68 GEL 1 EUR = 2.95 GEL
BREAKING
საზოგადოება მთავარი
13 აგვისტო 2026, 07:43

„ვეღარაფერს ვამბობ… გონება უარს ამბობს დაიჯეროს, რომ აღარ ხარ”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

„ვეღარაფერს ვამბობ… გონება უარს ამბობს დაიჯეროს, რომ აღარ ხარ”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

 სამეგრელო კიდევ ერთმა ტრაგედიამ შეძრა. ტრაგიკულად დაიღუპა 33 წლის ლანა პაპავა.

„ლანა დაიკო… ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ შენზე წარსულში უნდა ვილაპარაკო… თითქოს გონება უარს ამბობს დაიჯეროს, რომ აღარ ხარ. მინდა დავიჯერო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ცუდი სიზმარია და მალე ისევ დაგინახავ, ისევ გაგიღიმებ და ისევ დაგიძახებ – ლანა დაიკო…

შენი წასვლით სიტყვებით აუხსნელი სიცარიელე დარჩა. ზოგი ადამიანი უბრალოდ არ ქრება. ისინი გულში რჩებიან სამუდამოდ. შენც ასე დარჩები ჩემში, შენი ღიმილით, შენი სითბოთი და იმ სიყვარულით, რომელსაც ვერანაირი დრო ვერ წაშლის.

ლანა დაიკო, ნეტავ კიდევ ერთხელ შემეძლოს შენი ჩახუტება და მეთქვა, რამდენად ძვირფასი იყავი ჩემთვის… ახლა კი მხოლოდ მოგონებები დამრჩა და ცრემლები, რომლებიც შენს სახელს მოჰყვება. ძალიან მენატრები… დაისვენე მშვიდად, ჩემო ლანა დაიკო. შენი ადგილი ჩემს გულში სამუდამოდ იქნება. შენ არ დაგვიწყებიხარ და არც არასდროს დაგვავიწყდები“.

„სიტყვები არ მყოფნის… გული მტკივა და ვერ ვიჯერებ, რომ ეს რეალობაა. რატომ ასე ადრე, ლანა, დეი… ეს ტკივილი სიტყვებით ვერ აიხსნება. გული არ მიჯერებს, რომ ვეღარ გნახავ, ვეღარ დაგელაპარაკები… მინდა, მოვიდე, ჩაგეხუტო და დაგემშვიდობო, მაგრამ მხოლოდ ცრემლები და მონატრება დამრჩა, ჩემო საყვარელო დისშვილო“;

„ვეღარაფერს ვამბობ… დამუნჯებული ვარ… ვერც ვიჯერებ, ეგ რა საშინელება დაგვემართა. ნუთუ, ეს იყო საკმარისი შენთვის?! მშვიდად განისვენე ჩემო უკეთილშობილესო და ლამაზო გოგო!“ – წერენ სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ:

უახლესი ამბები

news
საზოგადოება

“უბედური ბათუმი და საქართველო ამათ ხელში” – რა ვიდეოს აქვეყნებს მოქალაქე ბათუმიდან

news
საზოგადოება

„ის რიტუალს შეესწრო და ზუსტად ამის გამო მოკლეს…“ – გოგა მანია საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

news
საზოგადოება

“ზღვაზე იყო გადასული, სანდრა ერქვა გოგოს, დედამ გაიგო უკვე” – ახალი დეტალები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე, სადაც მატარებელი არასრულწლოვან გოგონას შეეჯახა და გარდაიცვალა

news
საზოგადოება

ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

news
საზოგადოება

“არ მჯერა რომ აღარ მყავს” – ნინო ნადირაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს