თბილისი: +24°C $ 1 USD = 2.68 GEL 1 EUR = 2.95 GEL
BREAKING
საზოგადოება მთავარი
13 აგვისტო 2026, 06:34

„მნიშვნელოვანი გაფრთხილება!“ - მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს

„მნიშვნელოვანი გაფრთხილება!“ - მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს

დღეს, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ასტრონომიული დღეა. ერთ დღეს რამდენიმე საინტერესო მოვლენა ემთხვევა ერთმანეთს: მზის სრული დაბნელება + პლანეტების განლაგება + პერსეიდების პიკი. ამასთან დაკავშირებით, საკუთარ რეკომენდაციას ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აქვეყნებს. 

„მნიშვნელოვანი გაფრთხილება!

ჩემო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ დღეს 12 აგვისტოს, ახალმთვარეობაა (საქართველოს დროით 22:38 საათზე,ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით) და მზის დაბნელება (საქართველოს დროით 21:47 საათზე, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით)!

ამ პერიოდში ბუნებრივია, რომ მოიმატებს ემოციური ფონი, დაძაბულობა და შინაგანი შფოთვა. გაითვალისწინეთ ეს მარტივი წესები, რათა ენერგია შეინარჩუნოთ: მოერიდეთ ტოქსიკურ გარემოს: როგორც კი იგრძნობთ დაძაბულობას, აგრესიას, ან შეამჩნევთ ნეგატიური ენერგიებს და ინფორმაციას - ეგრევე გაერიდეთ. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, სიმშვიდე დაგირღვიონ. კვება - მსუბუქი. დღეს გამორიცხეთ თამბაქო, ალკოჰოლი. ყავა ( შეამცირეთ მაინც).

არ ვარგა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, საბუთებზე ხელმოწერა, ყიდვა-გაყიდვა მსხვილი შენაძენების გაკეთება, სესხის აღება, ახალი ვალდებულების აღება.

მოერიდეთ მზის სხივებს (თუ მაინც გიწევთ გარეთ ყოფნა დაიფარეთ ქუდი, გაიკეთეთ მზისგან დამცავიმუქი სათვალე.

დღეს მზის სხივებს ნეგატიური გამოსხივება აქვს (სვარკისმიერი), რომელიც გაგრძელდება „დაბნელების დერეფნის“ განმავლობაში ანუ მთვარის დაბნელებამდე (28 აგვისტო, 08:14 საათზე საქართველოს დროით, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით) და სავსემთვარეობამდე ( 28 აგვისტო, 08:20 საათზე საქართველოს დროით, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით) !!!

დაიცავით პირადი საზღვრები: უბრალოდ მოცილდით იმ ადამიანებსა ან გარემოს, რომელიც დამღლელია და შფოთვას იწვევს.

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს შინაგანი გაღიზიანების დროს?

თუ იგრძენით, რომ შინაგანად მძაფრი ემოციები გიგროვდებათ და გაღიზიანება გეუფლებათ, გაჩერდით ერთი წამით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუთქეთ, გააკეთეთ ეს რამდენჯერმე, შემდეგ გონებრივად ან ხმამაღლა წარმოთქვით ეს ძლიერი სიტყვები: „მე ვუშვებ, ვათავისუფლებ ყოველგვარ დაძაბულობასა და აგრესიას… მაქვს ჩემი პირადი სივრცე და ვივსები სიმშვიდით, სიყვარულისა და სიხარულის ენერგიებით, სინათლის სიუხვითა და უფლის მადლით!” კარგია მონაცვლეობითი შხაპის მიღება. გაატარეთ დღევანდელი დღე სულიერ სიმშვიდეში და ლოცვაში. ნუ გადაიღლით თავს ემოციური და ფიზიკური აქტივობით მაინცდამაინც დღეს! დაიცავით საკუთარი ენერგიები, მერწმუნეთ ის კიდევ ბევრჯერ დაგჭირდებათ და გამოგადგებათ!“ - წერს ცაგარელი.

გააზიარეთ:

უახლესი ამბები

news
საზოგადოება

“უბედური ბათუმი და საქართველო ამათ ხელში” – რა ვიდეოს აქვეყნებს მოქალაქე ბათუმიდან

news
საზოგადოება

„ის რიტუალს შეესწრო და ზუსტად ამის გამო მოკლეს…“ – გოგა მანია საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

news
საზოგადოება

“ზღვაზე იყო გადასული, სანდრა ერქვა გოგოს, დედამ გაიგო უკვე” – ახალი დეტალები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე, სადაც მატარებელი არასრულწლოვან გოგონას შეეჯახა და გარდაიცვალა

news
საზოგადოება

ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

news
საზოგადოება

“არ მჯერა რომ აღარ მყავს” – ნინო ნადირაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს